დიდმა შვედმა ზლატან იბრაჰიმოვიჩმა საფრანგეთის ნაკრების მწვრთნელი დიდიე დეშამი ქარიმ ბენზემას გარიყვის გამო გაკენწლა : „არასწორია რომ ბენზემა ნაკრებიდან მოკვეთეს. ის ერთ-ერთი საუკეთესო ფორვარდია მსოფლიოში, „რეალში“ ჩემპიონთა ლიგა არაერთხელ მოუგია და რის გამოც ნაკრებში არ ათამაშებენ, ფეხბურთთან არანაირ კავშირში არაა.

მწვრთნელი თუ თვლის რომ ბენზემა  არ გამოადგება, მაშინ ეს მწვრთნელი გუნდში არ უნდა იყოს, ხოლო ბენზემა უნდა იყოს. ეს ხომ ძალიან მარტივია. სისულელეა, რომ „რეალის“  მეგოლე მსოფლიოს ჩემპიონატზე არ თამაშობს. მოგება თუ გინდა, გამარჯვებული ფეხბურთელები უნდა გყავდეს ნაკრებში და ბენზემა სწორედ ასეთია“.

წილი
წინა სტატიაქალის ადგილი…
შემდეგი სტატიალიდერისგან ძღვნად სერ ალექსს
ვაჟა ხუციშვილი
ვაჟა ფშაველა... უკაცრავად, ფშაველი ვაჟა, გვარად ხუციშვილი. ერთგული, ნიჭიერი და ესპანეთში ნაცხოვრები კაცია, რომელმაც „რეალის” და „ბარსელონას” ქვეყანა შიგნიდან იცის და მკითხველისთვის მრავალი საინტერესო ამბის მოყოლა შეუძლია. ხანდახან ამბობს, კუში კოშმარიაო და ვერ გაიგებ, „მაზიანების” წინააღმდეგია თუ ვიღაც კაცის სახელსა და გვარს ასახელებს.