მოსკოვის პოლიციის სპეცრაზმელებმა დიეგო მარადონა ვერ იცნეს და „ლუჟნიკის“ ავტოსადგომზე არ შეუშევს. ვიდეოში ჩანს, როგორ ცდილობენ არგენტინელის თანხმლები პირები აუხნან კარისკაცებს, რომ პუტინი ან მედვედევი კი არა, თვით მარადონა დგას კართან და ავტოსადგომზე შესვლა უნდა, თუმცა ამაოდ. რუსეთის საფეხბურთო კავშირი ტრაბახობდა, ჩემპიონატის ორგანიზაციის მხრივ თამასა მაღლა ავწიეთო. ძალიან მაღლა აუწევიათ, ისე რომ ზემოდან მარადონას ვეღარ სცნობენ.

წილი
წინა სტატიარობი უილიამსის შუათითი რუსეთს
შემდეგი სტატია
ვაჟა ხუციშვილი
ვაჟა ფშაველა... უკაცრავად, ფშაველი ვაჟა, გვარად ხუციშვილი. ერთგული, ნიჭიერი და ესპანეთში ნაცხოვრები კაცია, რომელმაც „რეალის” და „ბარსელონას” ქვეყანა შიგნიდან იცის და მკითხველისთვის მრავალი საინტერესო ამბის მოყოლა შეუძლია. ხანდახან ამბობს, კუში კოშმარიაო და ვერ გაიგებ, „მაზიანების” წინააღმდეგია თუ ვიღაც კაცის სახელსა და გვარს ასახელებს.