ხუთდღიანი დებატების შემდეგ უეფამ დაადგინა, რომ „პარი სენ ჟერმენს” ფინანსური წესები არ დაურღვევია, ასე რომ მომავალ სეზონში გუნდი ჩვეულებრივ მიიღებს მონაწილეობას ჩემპიონთა ლიგაში და არც სხვა სანქცია შეეხება.

უეფას კლუბთა ფინანსური კონტროლის კომისია ცხრა თვე იქექებოდა პარიზული კლუბის ქაღალდებში და დაასკვნა, რომ ბოლო სამი წლის განმავლობაში პსჟ-ს ფინანსისტებს კანონი არ დაურღვევიათ. და მაინც, კომისიას რატომღაც დასჭირდა იმის თქმა, რომ კლუბი მომავალშიც განსაკუთრებული კონტროლის ქვეშ ეყოლებათ, მეტადრე სატრანსფერო ბაზარზე.

უეფამ აგრეთვე თქვა, რომ ჯერ კიდევ შესამოწმებელია პარიზელთა კომერციული გარიგებები ისეთ კომპანიებთან, როგორებიც არიან ყატარის ეროვნული ბანკი, Ooredoo, BeIN Sports, Aspetar და ყატარის ტურიზმის სამმართველო, რადგან არის ეჭვი, რომ საქმე გვაქვს საბაზროსთან შედარებით ძვირი ფასების გადახდაზე.

„ეკიპი” წერს, რომ გასული ფინანსური წლის კანონიერად ჩამთავრებისთვის „პარი სენ ჟერმენმა” ახლა, 30 ივნისამდე, უნდა გაყიდოს ფეხბურთელები, რომელთა ჯამური ფასი იქნება 60 მილიონი ევრო. ასეთია კილიან მბაპესა და ნეიმარის ყიდვის ფასი.

წილი
წინა სტატიამე, ლეო და სალაჰი
შემდეგი სტატიალიოვის ბოლო კვირა
ლეგენდის თანახმად, ამხანაგი ირკალი ნინიძე „სარბიელის“ ავტორია გასული საუკუნიდან, თუმცა ზუსტად რომელი წლიდანაა გადაჯაჭვული მისი ბედი „სარბიელთან“, ლეგენდა დუმს. რატომ დუმს ? იმიტომ, რომ ამხანაგ ნინიძეს არ უყვარს მოლაპარაკე ლეგენდები. მას უყვარს სპორტი, წერა და სპორტზე მარჯვედ წერა...