მსოფლიოს ჩემპიონატი ტურისტების გაღლეტაში უკვე დაიწყო სანკტ პეტრბურგში.

გახსნის მატჩში რუსეთმა მექსიკა 1:0 დაამარცხა.

პეტერბურგელმა ტაქსისტმა მექსიკელ ტურისტ ქალს 2 კილომეტრზე გასეირნებაში 6000 რუბლი, დაახლოებით 100 დოლარი გამოსძალა.

ქალს ნევის გამზირის დათვალიერება უნდოდა, ჩამჯდარა BMW-მარკის ავტომობილში და ორიოდ კილომეტრში ექსკურსია დამთავრებულა. ტაქსისტს დაცვიდან უთამაშია – კარები ჩაუკეტავს და 7000 რუბლი მოუთხოვია.

ტურისტს 6000 მიუშავებია გათავისუფლებს სანაცვლოდ, მერე კი პოლიციაში განუცხადებია.

მოკლე მანძილზე ყველაზე ძვირი ტურის ავტორს და შემსრულებელს პოლიცია ეძებს.

წილი
წინა სტატიალიოვის ბოლო კვირა
შემდეგი სტატიაარსენალის სასტარტო კოშმარი
ვაჟა ხუციშვილი
ვაჟა ფშაველა... უკაცრავად, ფშაველი ვაჟა, გვარად ხუციშვილი. ერთგული, ნიჭიერი და ესპანეთში ნაცხოვრები კაცია, რომელმაც „რეალის” და „ბარსელონას” ქვეყანა შიგნიდან იცის და მკითხველისთვის მრავალი საინტერესო ამბის მოყოლა შეუძლია. ხანდახან ამბობს, კუში კოშმარიაო და ვერ გაიგებ, „მაზიანების” წინააღმდეგია თუ ვიღაც კაცის სახელსა და გვარს ასახელებს.