„გვინდა სიამაყით გაცნობოთ, რომ დღეიდან „ბოლონიას“ ახალი მწვრთნელი ჰყავს: ფილიპო ინძაგი!“ – ვკითხულობთ იტალიური კლუბის გავრცელებულ ოფიციალურ განცხადებაში.დიახ, რაც იწერებოდა რამდენიმე დღის წინ, ახლა უკვე ოფიციალურად დადასტურდა – „ბოლონიაში“ ინძაგი სეზონის დასრულების შემდეგ დათხოვნილ რობერტო დონადონის შეცვლის.
„მილანის“ ყოფილმა მწვრთნელმა ფილიპო ინძაგიმ „სტადიო დალ არას“ ბინადრებთან 2020 წლის 30 ივნისამდე გააფორმა კონტრაქტი, ბოლოს კი წარსულში ცნობილი თავდამსხმელი და მეგოლე სერია B-ს ბინადარ „ვენეციას“ თავკაცობდა, გუნდი სერია A-ს გადასასვლელ პლეი ოფშიც ათამაშა, თუმც კლუბს ელიტის საგზური ვერ მოაპოვებინა.





