მუნდიალი 2026 -მასპინძელი გაირკვა. ფიფამ გადაწყვეტილება გამოიტანა. მსოფლიოს 2026 წლის  ჩემპიონატს ერთობლივად უმასპინძლებენ აშშ, კანადა და მექსიკა.

ფინალური წილისყრისას ამ ტრიუმვირატმა 134 ხმა მიიღო, ერთადერთმა კონკურენტმა მაროკომ კი მხოლოდ 65.

აქამდე მექსიკამ მსოფლიო ჩემპიონატს ორჯერ- 1970 და 1986 წლებში უმასპინძლა. აშშ – ში მსოფლიო საფეხბურთო ფორუმი 1994 წელს გაიმართა, კანადას კი მსგავსი პატივი ჯერ არ ჰქონია.

შეგახსენებთ, რომ 2026 წლის ჩემპიონატი განახლებული ფორმატით გაიმართება და მასში 48 ნაკრები მიიღებს მონაწილეობას. ჯამში 34 დღის განმავლობაში 80 მატჩი უნდა გაიმართოს.

კენჭისყრის შედეგებზე გავლენა სწორედ ახალმა ფორმატმა იქონია. ბევრი დელეგატი ეჭვობდა, რომ ამ მასშტაბის ღონისძიების მასპინძლობას მაროკო მარტო ვერ გასწვდებოდა.