ნებისმიერ ქვეყანაში დიდი აღიარებაა ფეხბურთელისთვის, როცა სპორტულ ჟურნალისტთა რჩეული ხდება.გამონაკლისი არც საქართველოა.
გუშინ რესტორან Beer time-ში სპორტულ ჟურნალისტთა ამქარმა საქართველოს საუკეთესო ფეხბურთელად საბა კვერკველია დაასახელა.
დაჯილდოვების ცერემონიალზე მისული სტუმრები გამარჯვებულთან ერთად სარბიელელებსაც ულოცავდნენ და ეს ბუნებრივიც იყო.
დღეს გამარჯვებული „სარბიელიც“ იყო. სწორედ გაზეთმა „სარბიელმა“ ჩაუყარა საფუძველი საქართველოს საუკეთესო ფეხბურთელის გამოვლენას 1992 წელს და 2008 წლის ჩათვლით წარმატებით უძღვებოდა გამოკითხვას. შემდეგ იყო ათწლიანი პაუზა და ,,სარბიელი” დაბრუნდა, დაბრუნდა და კომპანია „ლიდერბეთის“ მხარდაჭერით „მშობლიურ“ პროცესებსაც გაუძღვა – შედეგად დამოუკიდებელი ქართული ფეხბურთის ისტორიაში საბა კვერკველია მეცხრე ფეხბურთელი გახდა, ვინაც საუკეთესოობა ირგუნა.
სადა და გემოვნებიან წვეულებაზე ჟურნალისტებთან ერთად, ჩინოსნები და ვეტერანი ქართველი ფეხბურთელებიც იყვნენ მიწვეულნი…
– საუკეთესოებად უფრო ხშირად, შემტევ, შემოქმედებით ფეხბურთელებს ირჩევენ,იშვიათია როცა აღიარებას მცველები ახერხებენ, ეს ორმაგად ხაზს უსვამს მის გამორჩეულობას და საბა სწორედ ასეთია – განაცხადა ქართული ფეხბურთის ცოცხალმა ლეგენდა ალექსანდრე ჩივაძემ.
გამოკითხვის შედეგად, რომელშიც 80 სპორტული ჟურნალისტი იღებდა მონაწილეობას, მეორე – მესამე ადგილებზე კაშია და ჩაკვეტაძე გავიდნენ
იხილეთ ბადრი კეთილაძის ფოტორეპორტაჟი დაჯილდოების ცერემონიალიდან
















