
მას ბევრი „ოქროს ბურთის“ მიღების პრეტენდენტადაც მიიჩნევს. სალაჰის შესახებ აზრი ხუთი „ოქროს ბურთის“ მფლობელმა კრიშტიანუ რონალდუმაც გამოთქვა:
„სალაჰი გასული სეზონის ნამდვილი აღმოჩენაა. იმედი მაქვს, კიევში მიღებული ტრავმა მას ხელს არ შეუშლის მსოფლიო ჩემპიონატზე თამაშისას. ბევრი თვლის, რომ „ოქროს ბურთის“ მოგება მხოლოდ მე და ლეო მესის შეგვიძლია. მე ამ სიაში მოჰამედ სალაჰსაც ჩავამატებდი”.

რადგან სალაჰზე ვსაუბრობთ, ერთიც ვთქვათ: ეგვიპტელთა ლიდერი გუნდთან ერთად კია გროზნიში, მაგრამ საკუთარი პროგრამით ემზადება. სალაჰი ნომერში ისვენებდა, როცა VIP სტუმრის შესახებ აცნობეს.
ჰოლში ჩასულს ჩეჩნეთის პრეზიდენტი რამზან კადიროვი დახვდა, რომელმაც, ფაქტობრივად, აიძულა, „ახმატ-არენაზე“ გაყოლოდა ეგვიპტელთა დანარჩენი შემადგენლობის ვარჯიშის სანახავად.