გერმანული „ბილდის“ ცნობით, „ლევერკუზენის“ მეკარე ბერნდ ლენო ახალი სეზონიდან ლონდონის „არსენალში“ ითამაშებს.

გავრცელებული ცნობით, ბრიტანელებს 26 წლის მეკარის ტრანსფერი 20-25 მილიონი ევრო დაუჯდებათ.

ბერნდ ლენოს „არსენალის“ გარდა „ლივერპული“, „ნაპოლი“ და მადრიდის „ატლეტიკოც“ ეპატიჟებოდა, თუმცა ლონდონელებმა იყოჩაღეს.

გერმანელი „არსენალში“ პეტრ ჩეხს გაუწევს კონკურენციას, რომელსაც „მეთოფეებთან“ კონტრაქტი 2019 წელს ეწურება.

შეგახსენებთ, ბერნდ ლენო გერმანიის ნაკრების სამუნდიალე განაცხადში ბოლო წამს ვერ მოხვდა – ბუნდესნაკრების მწვრთნელმა იოახიმ ლიოვმა მას რუსეთში სათამაშოდ მანუელ ნოიერი, მარკ-ანდრე ტერ შტეგენი და კევინ ტრაპი ამჯობინა.