როგორც ირკვევა, ბექა მიქელთაძე კვიპროსული „ანორთოზისის“ ფეხბურთელი გახდება. შეთანხმება, შესაძლოა, უახლოეს კვირაშიც შედგეს. ინფორმაციას კვიპროსული საიტები ავრცელებენ.

ქართველებისთვის ლამის მშობლიურ კლუბად ქცეულ „ანორთოზისში“ გუშინწინ გადავიდა ნიკა კაჭარავა, ახლა კი მეორე ქართველს ელიან.

3 ივნისს მიქელთაძემ ორი გოლი გაიტანა საქართველო-უელსის 21-წლამდელთა ნაკრებების დაპირისპირებაში (2:2), მეორე შეხვედრაში კი აღარ უთამაშია.

მიქელთაძემ „ზესტაფონში“ დაიწყო კარიერა, მერე ოთხი წელი თბილისის „დინამოში“ იყო და შარშან კარგი სეზონიც ჩაატარა, ეს წელიწადი კი „რუსთავში“ დაიწყო და 13 შეხვედრაში 3 გოლი გაიტანა.