„არსენალის” ახალი მწვრთნელი უნაი ემერი დღეს 26 წლის ჯეკ უილშერს უნდა შეხვდეს და დაარწმუნოს, რომ ლონდონიდან წასვლა არ ღირს. უილშერი ერთი ხანია თავისუფალი აგენტია, რადგან „მეთოფეებთან” მის ძველ კონტრაქტს ვადა სეზონის დამთავრებისთანავე გაუვიდა. „არსენალის” ბოსები ნახევარმცველს ეუბნებიან, რომ მასთან ახალ კონტრაქტს გააფორმებენ, ოღონდ მის ადრინდელ ხელფასს, რომელიც კვირაში 120 000 გირვანქას უდრიდა მეოთხედი დააკლდება.

ამასობაში კი იტალიურ პრესაში გამოჩნდა ინფორმაცია, რომ ინგლისელს ოთხწლიან თანამშრომლობას „იუვენტუსი” სთავაზობს. ამბობენ, რომ ტურინელები უილშერს ყოფილ ლივერპულელ ემრე ჩანთან უპირებენ ნახევარდაცვაში დაწყვილებას.

ჩალარ სოიუნჩუ

რას იზამს ემერი, შეძლებს დაარწმუნოს ფეხბურთელი, რომ ხელფასის შემცირება საყვარელი „არსენალის” დატოვებად და უცხო მხარეში გადახვეწად არ ღირს, თუ სხვა წინადადებას შესთავაზებს? ამას, ალბათ მალე შევიტყობთ.

ამასობაში კი „არსენალი” „ფრაიბურგიდან” ჩალარ სოიუნჩუს ყოდვასთან ყოფილა ახლოს. სოიუნჩუ 22 წლის ბიჭია, მაგრამ თურქეთის ნაკრებში უკვე 15 თამაში აქვს ჩატარებული. ფეხბურთელის აგენტი ამბობს, რომ „მეთოფეებთან” უკვე კონკრეტულ საკითხებზე ლაპარაკობენ. მას მერე რაც პერ მერტესაკერმა ფეხბურთის თამაშს თავი დაანება „არსენალს” კიდევ ერთი მცველი სჭირდება.

აგრეთვე ამბობენ, რომ „ემირეითზე” „დორტმუნდის” 30 წლის ბერძენი მცველის სოკრატის პაპასტატოპულოსის ვარიანტსაც განიხილავენ. ყველაფერი ფულზე იქნება დამოკიდებული.