მილანის „ინტერმა“ კაპიტანსა და ლიდერს მაურო იკარდის, რომელიც არგენტინის ნაკრების მწვრთნელმა ხორხე სამპაოლიმ სამუნდიალე განაცხადში არ შეიყვანა, ახალი, გაუმჯობესებული კონტრაქტი შესთავაზა.

იკარდი ახლა მეუღლე ვანდა ნარასთან ერთად სამხრეთ აფრიკაში იმყოფება და ისვენებს – გეცოდინებათ, მას უკვე ჩავლილი სეზონი ბრწყინვალე ჰქონდა და „ნერაძური“ რომ ჩემპიონთა ლიგას დაუბრუნდა, მეტწილად მისი დამსახურებაა.

ჰოდა, მიიპყრო კიდეც არგენტინელმა ევროპულ გრანდთა ყურადღება – ამბობენ, „ჩელსი“, „სიტი“ და „რეალი“ არიან მისით დაინტერესებულნიო, ითქვა „იუვენტუსზეც“. იტალიის ჩემპიონი  იკარდი-იგუაინის გაცვლისთვი მზადააო, თუმცა…

„ინტერის“ გენერალური დირექტორის პიერო აუზილიოს თქმით, კლუბი მაურო იკარდისთან განშორებას არ აპირებს და ახალ, 5-წლიან კონტრაქტს სთავაზობს, ხელფასად კი წელიწადში 8 მილიონ ევროს (ახლა 5 მილიონი აქვს)… ხოლო თუ ფეხბურთელმა მაინც წასვლა გადაწყვიტა, მილანელები მის ტრანსფერში 115 მილიონ ევროს მოითხოვენ.

მოკლედ, ახლა სიტყვა იკარდიზეა, უფრო სწორად ნარაზეა…