მელბურნში ცამეტკაცას, იგივე რაგბილიგის მთავარი სერია დაიწყო, რომელიც თავის პოპულარობით ჯიბეში ჩაისვამს რაგბის აღნიშნული სახეობის საკლუბო პირველობებს და თვით მსოფლიო თასსაც კი, რომელიც შარშან, წლის ბოლოს, უკვე მერამდენედ, ავტრალიამ მოიგო. რაგბილიგის მთავარ სეირს “სთეით ოფ ორიჯინ” ეწოდება და ჩვენებურად “ფესვები” ან “შინ დაბრუნება” შეგვიძლია ვუწოდოთ (ქართული ტერმინის დაზუსტებაში მკითხველსაც შეუძლია წილი დაიდოს და ვარიანტები მოგვაწოდოს). ავსტრალიის ორი შტატი, ქუინზლენდი (“შინდისფრები”) და ახალი სამხრეთ უელსი (“ლურჯები”) ორ მოგებამდე, ცოფიან ბრძოლაში ერკინებიან ერთმანეთს და ცამეტკაცას მთელი ელიტა ამ ორ გუნდში და ამ ორ ან სამ თამაშზე იყრის თავს.

სერიის პირველი ჯახი წუხელ “მელბურნ კრიკეტ გრაუნდზე” შედგა და 80 ათასი ქომაგის თვალწინ დრამატულად წარიმართა. ახალ სამხრეთ უელსელი ჯეელები თავიდან სუვერენულად იბრძოდნენ და 8:0 დაწინაურდნენ, მაგრამ ვალენტინ ჰოლმსმა 28-ე წუთზე თავის სალელოე მოედნის სიახლოეს რომ მოიტაცა შემტევ “ლურჯთაგან” უხეიროდ გადაგდებული ბურთი, მთელი მოედანი ელვასავით გაჭრა და კოხტა ლელოთი ქუინზლენდელთა იმედი აღაზევა. გამხნევდნენ სხვა “შინდისფრებიც” და თამაშის 43-ე წუთზე ანგარიშში წინ გავარდნენ (8:12). სულ ეს იყო, შემდეგ კი მატჩის ბოლომდე მოედანზე ერთი გუნდი მძვინვარებდა და გაჰქონდა. საბოლოოდ 22:12 ახალი სამხრეთ უელსის სასარგებლოდ და მორიგი შოუს ლოდინი 24 ივნისს, სიდნეის “ANZ სთედიუმზე”, რომელშიც ქუინზლენდს უეჭველი გამარჯვება მართებს, რათა 11 ივლისს, ბრისბენში, მესამე და ბოლო თამაშში გადაწყვიტოს სერიის ბედი.

ვალენტინ ჰოლმსმა თამაშს ინტრიგა დაუბრუნა, მაგრამ ქუინზლენდმა მაინც ვერ გაიხარა
ცეკვა-თამაში მელბურნში
ემოცია ბევრი იყო…

 

წილი
წინა სტატიარამოსმა კრიტიკოსებს უპასუხა
შემდეგი სტატიაფირმინო: სერხიო რამოსმა იდიოტობა თქვა
თუკი მეგრელი პატიოსანი გამოვიდა, ძრწოდეთ კახელებო. ნიჭზე კი ლაპარაკი ზედმეტია. უნიჭო მეგრელი ისტორიაში სულ სამი-ოთხი იყო. ჯანდაბას, ხუთი... დავით გულუა, წესიერ და ნიჭიერ მეგრელთა კატეგორიას განეკუთვნება რომელსაც კიდევ ერთი დიდი პლიუსი აქვს - თხემით ტერფამდე სარბიელელია