
ქართულ-ლუქსემბურგული ამხანაგური რკენა აქამდე სამ მატჩს ითვლიდა და აქედან ერთი უგოლო ფრის წილ, ორი მოგებული გვქონდა.
ამხანაგურების ოსტატმა ვლადიმირ ვაისმა საამმატჩოდ ერთბაშად რვა ფეხბურთელი შეცვალა, მაგრამ ამ მასშტაბურ როტაციას ღირებული არაფერი მიაყოლა, ერთი უსახური ფაფხურა თამაში გამოდგა და გაიმარჯვა იმან, ვინაც, უფრო მეტად მოინდომა…

აი, ასე… ათიოდე წლის წინ ვინმეს რომ ასეთი ეპითეტით შევემკეთ, ვინძლო ეროვნული ღირსების შელახვადაც მიგვეღო, მაგრამ დღეს ეგებ კომპლიმენტადაც მოსჩანდეს სტოილოვის ეს კომენტარი…
და ერთიც, ჩვენ ძალიან ცოტა გვჭირდება ხოლმე ეიფორიაში ჩასავარდნად, რაც ოფიციალური მატჩებისას დიდ იმედგაცრუებად გვიჯდება ხოლმე და თუკი ამ მარცხში შეიძლება დადებითი რამ ერიოს, უდავოდ ჭკუის სასწავლებელი ფაქტორია, დიდწილად ვაისისთვის და მისი სამწყსოსთვის და გარკვეულწილად ქომაგთათვისაც…
ამხანაგური მატჩი
ლუქსემბურგი 1:0 საქართველო
1:0 იოაკიმი (70)
საქართველო: მაკარიძე, ხოჭოლავა, კაშია, ნავალოვსკი (შერგელაშვილი 80), აბურჯანია (კიტეიშვილი 56), კანკავა, ჯიღაური (გეგეჭკორი 88), ხარაიშვილი (დვალი 56), ჭანტურიშვილი, ბერიძე (ს. ლობჟანიძე 46), კაჭარავა (ზივზივაძე 62).
სათადარიგონი: კვასხვაძე; ხარაბაძე
მწვრთნელი: ვლადიმირ ვაისი
გაფრთხილება: მარტინში
მსაჯი: გრიფიტი (უელსი)