თითქოს ფეხბურთს დიდი რა გარეკლამება უნდა, მაგრამ გონივრული მენეჯმენტი ისეა, როგორც „დათა თუთაშხიაშია“ – ჯერ წესია წესი და მერე საქმეა საქმეო…

საქართველოს სამოყვარულო საფეხბურთო ლიგამ ორწლინახევრის წინ აიდგა ფეხი და პირველ ტურნირში სულ რვა გუნდმა და სულ თბილისისამ მოიყარა თავი.

ეს მარტში იყო და უკვე ზაფხულში 16 გუნდი მონაწილეობდა ოლიმპიური სისტემით გამართულ ტურნირში, სადაც სეუ-მ „ნახალოვკას“ აართვა თასი. უკვე მომდევნო წელს მონაწილე გუნდების რაოდენობა ორასს გასცდა, მასში თითქმის ყველა მუნიციპალიტეტი ჩაერთო და და გათამაშებაც რეგიონული დონიდან დაიწყო. დღევანდელ მასშტაბს კი არ იკითხავთ? 370 გუნდი!

აქ ნაღდი მოყვარულებიც და ყოფილი პროფესიონალებიც იოხებენ ფეხბურთით გულს. როგორც სამოყვარულო ლიგის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა და თბილისის ლიგის კოორდინატორმა ლაშა ჩალაძემ გვითხრა, მხოლოდ დედაქალაქში ორ ლიგად დაყოფილი 40 გუნდი ბურთაობს.

საქართველოს საუკეთესო სამოყვარულო გუნდის ტიტულს ფოთის „ჭაბონამა“ ფლობს, რომელიც დღეს სლოვენიაში გაემგზავრა და ქვეყნის ღირსებას უეფას ეგიდით გამართულ სამოყვარულო ფეხბურთის რეგიონთა თასზე დაიცავს.

წილი
წინა სტატიანაგელი პასუხი რეალს
შემდეგი სტატიაპარიზში ბომბი არ გასკდა
გიორგი ნოზაძე
მას შეეძლო, დილის 11 საათისთვის გაზეთის ორი გვერდი მზად ჰქონოდა და გადაერეკა თანამშრომლებისთვის - ნუ შეწუხდებით, სამსახურში ნუღარ მოხვალთ, საქმე გაკეთებულია. ფეისბუკის ნამდვილი ფეისი. ის გახლავთ სოციალურ ქსელში "მოამბეც" და "ვრემიაც".