სულ ბოლოსღა გაირკვა, რომ „როლან გაროსზე“ ბომბი არ აფეთქდებოდა, ანუ ფილიპ შატრიეს სახელობის კორტზე სერენა უილიამსი და მარია შარაპოვა ერთმანეთს არ შეასკდებოდნენ.

კორტი უკვე თავისუფალი იყო. მანამდე რაფა ნადალმა კარიერაში მე-900 გამარჯვება მორტერერთან მოიპოვა და ფრანგული სუპერტურნირის მეოთხედფინალში მეთორმეტედ გავიდა.

მთავარი მაინც სერენა იყო: გასულ 16 თვეში ახალდაბადებული გოგონას და ჯანმრთელობის გამო მხოლოდ 4 მატჩის ჩამტარებელმა ბოლო ერთ კვირაში ექვსი გამართა და გუშინ წყვილთა თანრიგში მკერდის კუნთების ტრავმა მიიღო.

თავადაც ნაწყენი ჩანდა – მარიამ ავტობიოგრაფიულ წიგნში უდიერად მოიხსენია და შურისძიებაზე იყო დაქოქილი.

სერენამ, კორტზე მაინც გავალ და მაყურებელს ბოდიშს მოვუხდიო. ლამაზი პასაჟია, მაგრამ ბომბი არ გასკდა…

დიდი მატჩი არ შედგა…

წილი
წინა სტატიაფოთის ევროპა სლოვენიაშია
შემდეგი სტატიაზიდანის გადადგომის მიზეზი
გიორგი ნოზაძე
მას შეეძლო, დილის 11 საათისთვის გაზეთის ორი გვერდი მზად ჰქონოდა და გადაერეკა თანამშრომლებისთვის - ნუ შეწუხდებით, სამსახურში ნუღარ მოხვალთ, საქმე გაკეთებულია. ფეისბუკის ნამდვილი ფეისი. ის გახლავთ სოციალურ ქსელში "მოამბეც" და "ვრემიაც".