ფაბიო კაპელოს „რეალი” არ ესწავლება. ის ორჯერ (1996/97 და 2006/07) წლებში ედგა მადრიდის გუნდს სათავეში და ორივეჯერ ესპანეთის ჩემპიონის ტიტული მოაგებინა. „თეთრების” მწვრთნელის თანამდებობიდან ზინედინ ზიდანის გადადგომის თაობაზე იტალიელმა ასე თქვა:

„მადრიდში კარგი ატმოსფერო არ იყო. ამიტომ ზიდანი ძალიან ჭკვიანურად მოიქცა, რომ გადადგა. მან უკვე სამი თვეა იცოდა, რომ თუკი ჩემპიონთა ლიგას ვერ მოიგებდა, გაუშვებდნენ. ზინედინმა გაიმარჯვა და რასაკვირველია დიადთა შორის დაიმკვიდრა ადგილი. ის „რეალის” ერთ-ერთი ლეგენდაა.

ვფიქრობ, გუტის შეუძლია მისი შეცვლა. თუ არა და ანტონიო კონტე და მაურიციო სარი არიან თავისუფალი. მაურისიო პოჩეტინიოსთვის კი ესპანური მშობლიური ენაა, თანაც როგორც მწვრთნელს თავისი გამოკვეთილი სტილი აქვს”.

კაპელომ Sky Sport-ისთვის მიცემულ ინტერვიუში არც ფლორენტინო პერესის კრიტიკისგან შეიკავა თავი.

„ფლორენტინო პერესი ის კაცია, რომელსაც უნდა „რეალი” ფაქტობრივად თვითონ გაწვრთნას. როდესაც გუნდი იგებს ბედნიერია, ხოლო როდესაც მარცხდება დამნაშავის ძებნას იწყებს. მადრიდელების მწვრთნელი რომ ვიყავი გუნდს ჩემპიონის ტიტული მოვაგებინე, მან კი მაინც გამიშვა”.

წილი
წინა სტატიარეალური თავსატეხი
შემდეგი სტატიამარად სათადარიგო
ლეგენდის თანახმად, ამხანაგი ირკალი ნინიძე „სარბიელის“ ავტორია გასული საუკუნიდან, თუმცა ზუსტად რომელი წლიდანაა გადაჯაჭვული მისი ბედი „სარბიელთან“, ლეგენდა დუმს. რატომ დუმს ? იმიტომ, რომ ამხანაგ ნინიძეს არ უყვარს მოლაპარაკე ლეგენდები. მას უყვარს სპორტი, წერა და სპორტზე მარჯვედ წერა...