ეგვიპტელმა ადვოკატმა ბასემ ვჰაბამ „რეალის” მცველს სერხიო რამოსს უჩვლა. სარჩული: ეგვიპტის ნაკრების თავდამსხმელზე მოჰამედ სალაჰზე თავდასხმა. თანხა, რომელსაც ვექილი კომპენსაციისთვის ითხოვს ერთი მილიონი ევროა.
ტელეკომპანია „სადა ელბალადთან” საუბრისას ვჰაბამ თქვა, რომ სერხიო რამოსმა სალაჰსა და ეგვიპტელ ხალხს ფიზიკური და მენტალური ზიანი მიაყენა და მან სწორედ ამიტომ შეიტანა სარჩელი. ვჰაბა დარწმუნებულია, რომ ესპანეთის ნაკრების მცველმა მოჰამედ სალაჰი განზრახ დააზიანა, რისთვისაც უნდა დაისაჯოს.
მსოფლიოს ჩემპიონატის წინ ეგვიპტელი ხალხისთვის ჩემპიონთა ლიგის ფინალში სალაჰის დაშავება ნამდვილი შოკი იყო. მეორე მხრივ, ეგვიპტის ნაკრებს იმედი აქვს, რომ „ლივერპულის” თავდამსხმელი დროულად გამოჯანმრთელდება და მონდიალზე ითამაშებს.