დიდი გუნდები წლების განმავლობაში იქმნება, მაგრამ მწვერვალზე მხოლოდ უდიდესი შემსრულებლების წყალობით ადიან.
ლებრონ ჯეიმსი ნაციონალურ საკალათბურთო ლიგაში უკვე სუპერგაპიარებულ და 90-მილიონიანი სარეკლამო კონტრაქტით მივიდა.
ბევრი ექსპერტი შიშობდა, რომ გამოუცდელი ბიჭი გადაიწვებოდა, დღეს კი იგივე ხალხი იმაზე მსჯელობს, მაიკლ ჯორდანია უდიადესი თუ ლებრონ ჯეიმსი.
ლებრონს გუნდში ცუდი ბიჭები არ ჰყავს, მაგრამ ჯორდანის მხარდამხარ მეომარ სკოტი პიპენთან და დენის როდმანთან ახლოს ვერ მივლენ.
ჰოდა… წუხელ NBA-ში აღმოსავლეთ კონფერენციის გადამწყვეტი მატჩი შედგა. ბოსტონში მეშვიდე მატჩის მიღება „სელტიკსს“ მცირე ფორას აძლევდა, მაგრამ „კლივლენდ კავალიერსს“ ლებრონი ჰყავს და არაფერი დაგეგმოთ.
ლებრონმა კი არ იფრინა, პარკეტს ფეხიც არ დააკარა – 35 ქულა, 15 მოხსნა და 9 შედეგიანი გადაცემა მასპინძლების აშკარა დამცირება იყო.
ლებრონმა, ალბათ, სეზონის საუკეთესო მატჩი ყველაზე მნიშვნელოვან დღეს დაუმთხვია. გრინის (19+8) და ტომპსონის (10+9) დახმარებით „ბოსტონ სელტიკსს“ 87:79 მისსავე მოედანზე სძლია და კლივლენდის სიამაყემ ფინალში მერვედ შეაბიჯა.
ლებრონის ბანდის მეტოქე ამაღამ უნდა გაირკვეს და იმედი ვიქონიოთ, რომ ზაზა ფაჩულიას „გოლდენ სტეიტი“ მეშვიდე შეხვედრაში ფინალის საგზურს მოიპოვებს: საქართველოს ნაკრების ექსკაპიტანს ჩემპიონის მეორე ბრილიანტის ბეჭედი ნამდვილად არ აწყენს.
წილი
წინა სტატიატორპედოს 16 გაელვება
შემდეგი სტატიარას მერჩი, სიმონ?!
მას შეეძლო, დილის 11 საათისთვის გაზეთის ორი გვერდი მზად ჰქონოდა და გადაერეკა თანამშრომლებისთვის - ნუ შეწუხდებით, სამსახურში ნუღარ მოხვალთ, საქმე გაკეთებულია. ფეისბუკის ნამდვილი ფეისი. ის გახლავთ სოციალურ ქსელში "მოამბეც" და "ვრემიაც".