ვისთვის სასეირო და ვისთვის თავსატეხი ამბავი მოხდა კიევში, ჩემპიონთა ლიგის ფინალის წინ, „რეალის” ერთ-ერთ ბოლო ვარჯიშზე. კრიშტიანუ რონალდუ მიზანს ისწორებდა, დარტყმაში ვარჯიშობდა, როდესაც ბურთი გააქანა და… TV Univision-ის ოპერატორ ხუან ლორენსანა პრიეტოს გაარტყა. თან ბედი არ გინდა, პირდაპირ თავში ხეთქა.
ოპერატოს წარბი გაუსკდა, თუმცა გადარჩა. იქვე უმკურნალეს და მუშაობის გაგრძელება შეძლო.
მომხდარმა კრიშტიანუზე იმოქმედა. პორტუგალიელმა ძალიან განიცადა და უნებლიედ ჩადენილის მეტ-ნაკლები კომპენსაციისთვის პრიეტოს თავისი სავარჯიშო მაისური აჩუქა.
ვინ იცის ასეთ სუვენირად თავის განზრახ შეშვერაც კი ღირდა.