ნაცუ ბაშოს მეცამეტე დღეს ტოჩინოშინმა პირველი შეცდომა დაუშვა და სიოდაისთან საკუთარივე შეტევისას დაუცდა ფეხი.
არადა, აქამდე პირად შეხვედრებში 5:3 უგებდა.
ამით ისარგებლა იოკოძუნა კაკურიუმ და მოგებებით გაუთანაბრდა ლევანს.
ბედის ირონიით, ხვალ ისინი ერთმანეთს ხვდებიან. კაკურიუ მთლად ჰაკუჰო არ არის და კარიერაში სულ 4 ტურნირი მოუგია, მაგრამ ლევანს პირად შეხვედრებში 12:2 უგებს.
ამ წყვილის გამარჯვებული, ფაქტობრივად ჩემპიონია, თუმცა არის ჰაკუჰოც, რომელსაც ერთით ნაკლები მოგება აქვს და თეორიულ შანსს ინარჩუნებს. ნებისმიერ შემთხვევაში ჩინებული კამპანიაა – ორი იოკოძუნა და ქართველი.