უტატატაა, ხედავ რა ამბავია? “არსენალი” ჩემპიონი ხდება.
ეგ რა “არსენალია”? ეგ “არსენალი” კი არა, იტალიური მოდის მაღაზია “არსიანია”.
რაო, “არსიანიო”?
ჰო, “არსიანი”, რომელმაც ჩვენს ჩაცმულობაზე იზრუნა.
შეგეშალა. იქ არც ერთი იტალიელი არ თამაშობს.
მართალი ხარ. იტალიური მოდის მაღაზია “არსიანი” უფრო “ჩელსია”.
თავად იტალიური მოდა რაღა ბედენაა?
ფეხბურთელებს რომ თამაში მობეზრდებათ ან დაბერდებიან, ინგლისში მიდიან. აი ეგ არის იტალიური მოდა.
და ვინც არ მიდის?
არ არსებობს.
აბა იტალიაში ვინღა თამაშობს?
იტალიაში სხვები ჩადიან. ვთქვათ, კლუივერტი…
აჰაჰაჰა-ჰა, ეგ არ გამახსენო. მაგაზე ხომ ვილაპარაკეთ. “არსიანი” კიდევ სად არის გახსნილი?
უჰ, ბევრგან, მაგარმ ყველაზე დიდი “არსიანი” სურინამელებს აქვთ.
ვაჰ, ეგ რა არის?
ეგ ერთი საზანგეთია. ჰოლანდიელები ჩავლენ, ზანგის ქალებს ჩაუგორდებიან ლოგინში და…
ლოგინებიც აქვთ?
ძირითადად ჰამაკები, მაგრამ ეგ არ არის მთავარი. მთავარი ისაა, რომ ჩაუგორდებიან და მერე ეს ზანგის ქალები ნორდინ ვუტერებს აჩენენ.
ნორდინ ვუტერი არის გულიტს მინუს ფეხბურთი.
ვერ გავიგე. და “არსიანი” რაღა შუაშია?
“არსიანი” იტალიური მოდის მაღაზიაა თბილისში.
სურინამი რაღა შუაშია?
რით ვერ გაიგე? ჰოლანდიელები რომ სურინამში ჩავლენ და სურინამელები ჰოლანდიაში ამოვლენ, ედგარ დავიდსი დაიბადება. ამიტომ იტალიელები “ჩელსიში” წავლენ და – “არსიანიც” გამოვიდა. ამით იმის თქმა მინდა, რომ ინგლისში იტალიური მოდაა. გაიგე?
ააა… კი მაგრამ დავიდსი რა მოხელე ჩიქვანია?
დავიდსი რის ზეედორფს რომ მივუმატოთ ოთხი ნაწნავი.
და თვითონ ზეედორფი ვინღაა?
ზეედორფი არის კიკი მუსამპას მივუმატოთ ორი კილოგრამი.
ეს ყველაფერი კი “არსენალში” იყრის თავს?
“არსენალში მალე მოიყრის. ჯერ სეზონი უნდა დამთავრდეს.
რონალდო როდის წავა ინგლისში სათამაშოდ?
როცა დანკან ფერგიუსონი “მილანში” გადავა. რა დროს რონალდოა?
როგორ. მთავარი ეგ არის და შენ კიდევ “არსიანიო”, თუ “არსენალიო”. რონალდო არ არის მთავარი?
მთავარია, არ აგვერიოს.
რა?
“არსენალი” “არსიანში”, სოლსკიაერი კანუში და აკპობორი დელ პიეროში.
ეგ როგორ უნდა აგვერიოს?
“მილანი” ხომ გვერევა “ნაპოლში”? ჰოდა მალე ეგენიც აგვერევა.
მართალი ხარ. სანამ რონალდოა, “ინტერიც” არ აგვერევა არაფერში.
და გაზა?
გაზა რა შუაშია?
გაზა აგვერევა ვინმეში?
გაზა ჩვენ არ აგვერევა, მაგრამ თვითონ კი აერევა.
რა?
საფრანგეთის თვითმფრინავის რეისი.
18.04.1998