რა ეშველება „ჩელსის“? ეს კითხვა კლუბის ფანებს აწუხებთ, რომელთათვისაც ანტირუსულ სანქციებზე ძვირფასი „არისტოკრატთა“ მომავალია.
გუნდის ყველა ბოლოდროინდელი წარმატების სულისჩამდგმელი რუსი მილიარდერი რომან აბრამოვიჩია, რომლის დრობით ვიზასაც ვადა აპრილში გაუვიდა. ბრიტანეთის შესაბამისი სამსახურები კი მისთვის ვიზის გაგრძელებას არ ჩქარობენ…
რომან აბრამოვიჩის „ბოინგ-767“-მა ბრიტანეთის საჰაერო სივრცე ბოლოს 1 აპრილს დატოვა და სამ საათში მოსკოვში დაეშვა. მას შემდეგ ლაინერმა კუნძული სენ-მარტენი, ნიუ-იორკი, ციურიხი, პეტერბურგი მოიარა და 8 მაისს ნიცაში რომ დაეშვა, ძვრა აღარ უქნია. ამ საჰაერო ოდისეაში მთავარი ისაა, რომ აბრამოვიჩი ინგლისის თასის ფინალს ვერ დაესწრო, რომელშიც მისმა „ჩელსიმ“ „მანჩესტერ“ დაამარცხა.
რუს ბიზნესმენებს ბრიტანეთში აქტივებს უყინავენ. მათ შორის, აბრამოვიჩის კომპანიას, „ჩელსი“ რომ ეკუთვნის და ახალი სტადიონის შენებაც დაიწყო.
რა ეშველება კლუბს? – პასუხი ჯერ არ არის.