„ცრვენა ზვეზდას” ფეხბურთელები ბეწვზე გადარჩნენ. ისინი ღია ავტობუსით სერბეთის სუპერლიგის ჩემპიონობას ზეიმობდნენ როდესაც ავტობუსი აალდა. ჩემპიონთა თასის ყოფილი მფლობელი ოცდამერვედ გახდა ქვეყნის ჩემპიონი.

ინციდენტამდე „ცრვენა ზვეზდამ” მშობლიურ რაიკო მიტიჩის სტადიონზე, რომელსაც ხალხში „მარაკანას” უფრო ეძახიან, „ვიჟდოვაჩს” მოუგო 5:1 და აღლუმით ქალაქის ჩრდილოეთისკენ დაიძრა. გზა სავსე იყო ფანებით, მაშხალებით და დროშებით.

ამბობენ, რომ ხანძარი „ცრვენა ზვეზდას” ერთ-ერთმა ფეხბურთელმა გააჩინა, რომელმაც შემთხვევით მაშხალას ნავთი შეაფრქვია. რატომ ჰქონდა ფეხბურთელს ავტობუსზე ნავთი, არ იტყობინებიან. ალბათ, მასაც მაშხალისთვის სჭირდებოდა.

თავიან მოზეიმეებმა ვერ დაინახეს ავტობუსს ცეცხლი რომ მოეკიდა, მაგრამ როდესაც ალმა სახიფათო ადგილებს მიაღწია, თავს უშველეს. საბედნიეროდ არავინ დაზიანებულა, სანახაობა კი იცოცხლეთ ისეთი იყო.

წილი
წინა სტატიაოქროს ბუცი მესისთან დარჩა
შემდეგი სტატიალოკომოტივი ფავორიტებს დაერია…
ლეგენდის თანახმად, ამხანაგი ირკალი ნინიძე „სარბიელის“ ავტორია გასული საუკუნიდან, თუმცა ზუსტად რომელი წლიდანაა გადაჯაჭვული მისი ბედი „სარბიელთან“, ლეგენდა დუმს. რატომ დუმს ? იმიტომ, რომ ამხანაგ ნინიძეს არ უყვარს მოლაპარაკე ლეგენდები. მას უყვარს სპორტი, წერა და სპორტზე მარჯვედ წერა...