ლეო მესისთვის გასული სეზონი გოლებით უხვი გამოდგა. მან „ბარსელონას” არგენტინელ ვარსკვლავს მეხუთე „ოქროს ბუცი” და პიჩიჩის ანუ ესპანეთის ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირის წოდება მოუტანა.

„ოქროს ბუცისთვის” ბრძოლაში მესის ერთხანს თითქოს ლივერპულელი მო სალაჰი უწევდა წინააღმდეგობას, მაგრამ ბარსელონელმა ესპანეთის ჩემპიონატში მაინც ბევრად აჯობა თავის კონკურენტებს. ამდენად, არგენტინელმა უკან ჩამოიტოვა ევროპის სხვადასხვა ლიგების ბომბარდირები და გოლეადორები კრიშტიანუ რონალდუ, ედინსონ კავანი, რობერტ ლევანდოვსკი და ჰარი კეინი.

ბოლო ტურში, „რეალ სოსიედადთან” შეხვედრაში მესი მოედანზე სულ 23 წუთით შევიდა მაგრამ გოლი ვე შეაგდო. რომ გაეტანა, ეს იქნებოდა „ბარსელონას” მეასე გოლი აწ უკვე დასრულებულ ლა ლიგაში და 6 000-ე საერთოდ, ესპანეთის ჩემპიონატების ისტორიაში.