„ევერტონმა” მწვრთნელი სემ ელერდაისი გაუშვა, ესე იგი უეინ რუნი შეიძლება სულაც აღარ წავიდეს ამერიკაში. არადა, მას „DC იუნაიტედთან” უკვე მოლაპარაკებული აქვს ყველაფერი — კვირაში 406 ათასი დოლარი უნდა მიიღოს. მეტიც, გასულ პარასკევს „რუ” „ევერტონის” ქომაგებს დაემშვიდობა.

რა მოხდება ახლა? როგორც ჩანს ვეტერანი ახალი მწვრთნელის დანიშვნას დაელოდება და საბოლოო გადაწყვეტილების მასთან ლაპარაკის მერე მიიღებს. 32 წლის თავდამსხმელმა ელერდაისის ხელმძღვანელობით ბოლოო თვეები წვალებაში გაატარა და ახლა სჭირდება იცოდეს, ისურვებს თუ არა ახალი თავკაცი მასთან თანამშრომლობას.
მას მერე რაც ელერდაისმა ინგლისის ნაკრების ყველა დროის საუკეთესო ფორვარდი (53 გოლი) მერსისაიდურ დერბიში ბოლომდე არ ათამაშა, რუნიმ თქვა, ამ კაცის გუნდში ყოფნა დიდი ნეხვიაო.
წესითა და რიგით ვეტერანს „ევერტონში” კიდევ ერთი წელიწადი უნდა გაეტარებინა და კვირაში 150 000 გირვანქა მიეღო, რაც 203 ათასი დოლარის ტოლფასია; პლუს 50 000 გირვანქა ბონუსები.
„ევერტონის” მთავარმა მეწილემ ფარად მოშირიმ რუნის ამერიკაში წასვლის ნება დართო, მაგრამ ფეხბურთელისთვის 7,5 მილიონი გირვანქის „გაყოლების” დოკუმენტს ხელი არ მოაწერა.