არადა, ზედიზედ მერამდენე ტურნირია ტოჩინოშინად წოდებული ქართველის შეჩერება პრობლემად იქცა.
ტოკიოში მიმდინარე ნაცუ ბაშოს (ტურნირი) მეოთხე დღეს ლევან გორგაძემ მეოთხე გამარჯვება მიტაკუემისთან მოიპოვა, რომელიც ფიზიკური ძალის ხარჯზე განდევნა საბრძოლო წრიდან.
დამარცხდა იოკოძუნა კაკურიუ და ახლა ქართველის გარდა წაუგებელი სამი ფალავანიღა დარჩა. ხვალ ლევანი კეისეის დაეჯახება და მათ შორის აქამომდელი ანგარიში 8:7 ქართველის მცირე უპირატესობაზე მეტყველებს. ჩვენიანს დარჩენილ 11 ბრძოლაში 6 გამარჯვება სჭირდება!