კრიშტიანუ რონალდუს წინააღმდეგ აღძრული საქმე ჯერ არ დახურულა.

პროკურატურა მისთვის ათწლიანი პატიმრობის მისჯას ითხოვს გადასახადებისგან თავის არიდების გამო.

არის ალტერნატივაც: ფეხბურთელმა სრულად უნდა დაფაროს დავალიანება და ზედაც ჯარიმის თანხა დაამატოს. მადრიდული გრანდის ვარსკვლავმა უკვე გამოხატა გამოძიებასთან თანამშრომლობის სურვილი. გლეხურ ენაზე ეს იმას ნიშნავს, რომ პორტუგალიელი ჯამში 30 მილიონ ევროს გადაიხდის.

მაინცდამაინც ნუ იჩქარებთ “ელ მატადორის” შეცოდებას – ეს მისი ერთი წლის ხელფასია ბონუსებისა და პრემიალურების გარეშე. ამას გარდა, ერთი-ორი კაპიკი შემოსავალი რეკლამიდანაც აქვს.

ზოგადად, ესპანური პროკურატურა ფეხბურთელებს ნაკლებად წყალობს: ლეო მესიმ და ანხელ დი მარიამ უკვე გადაიხადეს მრავალმილიონიანი ჯარიმები, ჟოზე მოურინიუმ კი სიტყვიერი მზადყოფნა გამოთქვა, ესპანეთის ბიუჯეტს ბოლო კაპიკამდე გაუსწოროს ანგარიში. კიდევ ერთი ეჭვმიტანილი ლუკა მოდრიჩია – ძიება ეს-ესაა დაიწყო…

წილი
წინა სტატიაკვარას სამწერლო დებიუტი
შემდეგი სტატიაარის დრო და მომენტი…
მას შეეძლო, დილის 11 საათისთვის გაზეთის ორი გვერდი მზად ჰქონოდა და გადაერეკა თანამშრომლებისთვის - ნუ შეწუხდებით, სამსახურში ნუღარ მოხვალთ, საქმე გაკეთებულია. ფეისბუკის ნამდვილი ფეისი. ის გახლავთ სოციალურ ქსელში "მოამბეც" და "ვრემიაც".