
რომის “მასტერსი” ერთობ სახელიანი ტურნირია და მასში მონაწილეობაც კი უკვე პატივია. აღარაფერს ვამბობთ საპრიზო თანხაზე – საერთო ფონდი 4 მილიონ ევროს აღემატება. ნიკოლოზ ბასილაშვილმა პირველ წრეში ცოტა კი გვანერვიულა, მაგრამ ფილიპო ბალდი სამ სეტში – 6:4, 4:6, 6:4 მაინც დაამარცხა. მეორე წრეში ქართველის მეტოქე ნოვაკ ჯოკოვიჩი იქნება. ნოვაკი ის აღარ არის, ყველა სახის საფარზე განურჩევლად რომ ბატონობდა და რომშიც მხოლოდ მე-11 ნომრადაა განთესილი. მიუხედავად ტრავმებისა და ბოლო დროს სამთო კურორტებით გატაცებისა, ნოვაკი მაინც ნოვაკია.
დაველოდოთ და ვუქომაგოთ ჩვენიანს.