13 მაისს, ქართული ფეხბურთის ყველაზე დიდი გამარჯვების დღეს ჩვენმა კოლეგამ და მეგობარმა მამუკა კვარაცხელიამ საკუთარი წიგნის პრეზენტაცია გამართა. სათაური დამაინტრიგებელია: “ადიდასი, მერსედესი, ფეხბურთი.“

წიგნში გერმანიის საფეხბურთო ჩემპიონატია გაცოცხლებული და ისე საინტერესოდაა გადაჯაჭვული გერმანულ სუპერბრენდებთან, ქართულ ფეხბურთთან და საქართველოს ისტორიასთან, ერთი ამოსუნთქვით იკითხება.

კვარას პირდაპირი, მაგრამ იუმორით შეგემებული სტილი “სარბიელის” სტაჟიანი მკითხველისთვის კარგადაა ნაცნობი. ბავშვობიდან ჩემი უფროსი მეგობარი იყო, სულ მინდოდა მის გვერდით მუშაობა და თუმცა “სარბიელში” ვერ მივუსწარი, მის მიერვე დაარსებულ “ოლიმპში” რამდენიმე წელი გემრიელად ვითანამშრომლეთ.

კვარა და ქართული ფეხბურთი ცალცალკე წარმოუდგენელია – 1990 წელს ხომ ჩვენი ფეხბურთის ფედერაციის დაარსებაშიც არცთუ მცირე წვლილი შეიტანა. მოკლედ, წაიკითხეთ და არ ინანებთ, მისი მოგონებები კი კიდევ არაერთ წიგნს გაწვდება.

წილი
წინა სტატიაჰამბურგის ტრაგედია…
შემდეგი სტატიაფული ან ციხე!
მას შეეძლო, დილის 11 საათისთვის გაზეთის ორი გვერდი მზად ჰქონოდა და გადაერეკა თანამშრომლებისთვის - ნუ შეწუხდებით, სამსახურში ნუღარ მოხვალთ, საქმე გაკეთებულია. ფეისბუკის ნამდვილი ფეისი. ის გახლავთ სოციალურ ქსელში "მოამბეც" და "ვრემიაც".