სათაურში გამოტანილი ფრაზა იყო პირველი, რომელიც სერ ალექს ფერგიუსონმა კომადან გამოსვლის შემდეგ ახლობლებს უთხრა. შეგახსენებთ, რომ „მანჩესტერ იუნაიტედის“ ცოცხალ ლეგენდად ქცეულ შოტლანდიელს ორიოდ დღის წინ ტვინში სისხლის გაჟონვის გამო გადაუდებელი ოპერაცია და ხელოვნურ კომაში შეყვანა დასჭირდა.და მაინც: რატომ „დონკასტერი“? იმიტომ, რომ მას სერ ალექსის ვაჟი დარენ ფერგიუსონი წვრთნის. ბრიტანული მედია არ იუწყება, რა უპასუხეს ახლობლებმა. პირადად მე ახლადმომჯობინებულ ადამიანს მოვატყუებდი, რადგან „დონკასტერმა“ ბოლო შეხვედრა ლიგა ერთის ლიდერ „უიგანთან“ 0:1 დათმო.