„რეალის” კაპიტანმა სერხიო რამოსმა კვირას „კამპ ნოუ” დიდებული სუვენირით დატოვა — ეს გახლდათ ანდრეს ინიესტას უკანასკნელი მაისური, რომელიც მას „ელ კლასიკოში” ეცვა. გახარებულმა რამოსმა სამახსოვრო საჩუქართან ერთად ფოტო გადაიღო და ინსტაგრამზე დადო.

ინიესტამ მადრიდელს მაისურზე ასეთი სიტყვები წაუწერა: „ჩემს მეგობარ სერხიოს ერთად და მეტოქეებად გატარებული მრავალი წუთის მოსაგონებლად. მადლობა. გისურვებ წარმატებებს”.

თავად რამოსმა კი ინსტაგრამზე დადებულ ფოტოს მიაწერა: „იმ ყველაფრის გარდა, რაც გუშინ მოედანზე მოხდა, ეს თამაში დაგვამახსოვრდება როგორც ნამდვილი კლასიკოსის ინიესტას უკანასკნელი კლასიკო. მოგვენატრები, მეგობარო”.