6 მაისის „ელ კლასიკოს” ერთ ერთი მთავარი გმირი და ანტიგმირი „ბარსელონას” ურუგვაელი თავდამსხმელი ლუის სუარესი გახლდათ. სწორედ სუარესმა გაიტანა მასპინძელთა პირველი გოლი, ხოლო მეორე გოლის ეპიოდში პასი მიაწოდა ლეო მესის, თუმცა მანამდე მეტოქის მცველი რაფაელ ვარანი წააქცია, რაც მსაჯმა ვერ შეამჩნია.
მატჩის შემდგომ სუარესს ვარანთან ორთაბრძოლის შესახებ ჰკითხეს. მან უპასუხა:
„ჯარიმა იყო, რადგან ვარანი ბურთს აკონტროლებდა, მე კი ფეხი გამოვდე. მსაჯმა თავისებური გადაწყვეტილება მიიღო. ასეა ფეხბურთში, ხან შენ სასარგებლოდ უსტვენენ, ხან შენ საწინააღმდეგოდ. მართალი გითხრათ, რომ არ დამაჯარიმა, გამიკვირდა”.
რაც შეეხება ზოგად შთაბეჭდილებას: „კლასიკო ასეთიც უნდა იყოს. შესანიშნავი თამაში გამოვიდა. ჩვენ მოგება გვინდოდა სერხი რობერტოს გაძევებამ კი დაგვაზარალა. მითუფრო, რომ ისეთ გუნდს ვეთამაშებოდით როგორიც მადრიდის „რეალია”. თუ გადავხედავთ, როგორ მიდიოდა თამაში, ფრე ცუდი შედეგი არ არის”.