ამ დღეებში „ტოტენჰემ ჰოთპურს” საგანგებო სტუმარი ჰყავს — მადრიდის „რეალის” ლეგენდა რაული, რომელიც ლონდონში მაურისიო პოჩეტინიოს მასტერკლასის სანახავად და მისგან მწვრთნელობის გაკვეთილების მისაღებად ჩავიდა.
„რეალის”, „შალკეს” და ნიუ იორკის „კოსმოსის” ყოფილი ფეხბურთელი მწვრთნელობას აპირებს. მადრიდელებს გადაწყვეტილი აქვთ, მომავალი სეზონიდან რაულს თავიანთი სტრუქტურის ხუვენილ B გუნდი ანუ 18 წლამდელები ჩააბარონ.
რაული ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის სამწვრთნელო კურსებზე ჩაბი ალონსოსა და ბარსელონელ ჩავისთან ერთად დადის.
სწორედ ამ კურსებში შედის პრაქტიკული ნაწილიც, რომლის თანახმადაც ყოველმა მსმენელმა ერთი კვირა პროფესიულ კლუბში უნდა გაატაროს და იქაური მწვრთნელისგან ისწავლოს. რაულმა „ტოტენჰემი” აირჩია.