1981 წლის 27 მაისს „ლივერპულმა“ ჩემპიონთა თასის ფინალში 1:0 მოუგო „რეალს“. ის ფინალი პარიზში გაიმართა.

2018 წლის 26 მაისს ისევ იქნება „ლივერპული“ – “რეალის“ ფინალი. ეს უკვე კიევში. 37 წლის თავზე.

მხიარული, გოლებითა და საგოლე მომენტებით უხვი თამაში გამოვიდა რომის სტადიონზე. ველოდით კიდეც. ველოდით პირველი თამაშის შედეგიდან გამომდინარე. 5:2 ჰქონდა მოგებული იურგენ კლოპის გუნდს და „ბარსელონასავით“ არ მოიქცა, სერიოზულად მიუდგა საქმეს. ორჯერ იგებდა და მართალია, საბოლოოდ წააგო, მაგრამ ბოლოს მაინც მიიღო კიევის საგზური.

„რომა“, მგონი, რაღაც ზებუნებრივ ძალას ფლობს და საოცარ ბოლო 15 წუთს ატარებს ხოლმე. ახლაც ასე იყო. რომაელები ამაყად დაემშვიდობნენ ლიგას.

ჩვენც მოვიცადოთ სულ რაღაც 24 დღე.

მაგარი ფინალი უნდა გამოვიდეს.

რომი. სტადიო ოლიმპიკო

რომა 4:2 (2:5) ლივერპული

რომა: ალისონი, ფასიო, მანოლასი, კოლაროვი, დე როსი (გონალონი 69), ფლორენცი, პელეგრინი (ჩენგიზ უნდერი 53), ელ შაარავი (ანტონუჩი 75), ნაინგოლანი, ჯეკო, შიკი

მწვრთნელი: ეუსებიო დე ფრანჩესკო

ლივერპული: კარიუსი, ვან დაიკი, ლოვრენი, ალექსანდრ-არნოლდი (კლაინი 90), ჰენდერსონი, რობერტსონი,  ფირმინო (სოლანკე 87), ვეინალდუმი, სალაჰი, მანე (კლავანი 83), მილნერი

მწვრთნელი: იურგენ კლოპი

გაფრთხილება: ლოვრენი (44), ფლორენცი (76), მანოლასი (84), რობერტსონი (84), სოლანკე (90)

მსაჯი: დამირ სკომინა (სლოვენია)