მადრიდში, „რეალისა” და „ბაიერნის” ნახევაფინალური შეხვედრის პირველი ტაიმის ბოლოწამს თურქმა მსაჯმა ჯუნეით ჩაქირმა მასპინძლბის კარში პენალტი არ დანიშნა. ეპიზოდი ასეთი გახლდათ: კიმიხის მიერ ფრთიდან ჩაწოდებული ბურთი საჯარიმოში მარსელოს ხელზე მოხვდა.
ის, რომ ამ ეპიზოდზე გერმანული კლუბის მოთამაშეები, წარმომადგენლები და გულშემატკივრები გაბრაზდებოდნენ რად უნდა ლაპარაკი, მაგრამ უპირველეს ყოვლისა ვნახოთ რას ამბობენ ესპანეთში.
გერმანული „შპორტ ბილდი” წერს, რომ ეპიზოდის შესახებ თავად მარსელოს ჰკითხეს. ბრაზილიელმა უპასუხა: „დიახ, ბურთი ხელში მომხვდა და რაკი ასე იყო, ესე იგი პენალტი უნდა დანიშნულიყო. რომ ვთქვა ხელში არ მომხვედრიაო, მატყუარა ვიქნები”.
მადრიდულ „მარკასთან” ინტერვიუში ვეტერანმა ესპანელმა არბიტრმა ხუან ანდუხარ ოლივერმა, რომელიც მას-მედიაში ტრადიციულად ექსპერტის ფუნქციას ასრულებს ასევე განაცხადა: „მარსელოს საჯარიმოში აშკარად ხელზე მოხვდა ბურთი. ამის გამო კიმიხის ჩაწოდებულმა ბურთმა გზა ვეღარ გააგრძელა. ეს ნამდვილი პენალტი იყო”.
„ბაიენის” მწვრთნელი იუპ ჰაინკესი: „პენალტი იყო, მაგრამ არ მინდა აქცენტი მსაჯზე გადავიტანო. მეტოქეს ჩვენ თავად ბევრი საჩუქარი მივუძღვენით”.
ჯერომ ბოატენგი, რომელიც ტრავმის გამო შეხვედრაში არ მონაწილეობდა, ეპიზოდს ინსტაგრამით გამოეხმაურა: „კარგი, რა… ეს არ იყო პენალტი?”