შმაგი ბოლქვაძის ტრიუმფს სულ ცოტა დააკლდა. ფოტო: აჭარის ტელევიზია

რუსულ (დაღესტნურ) კასპიისკში დასრულდა ევროპის ჩემპიონათი ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე ვაჟთა შორის.

გუშინ მოპოვებულ ოქროსა და ორ ბრინჯაოს საქართველოს გუნდმა სამი მედალი შემატა.

67 კილოგრამამდე კატეგორიაში შმაგი ბოლქვაძე ფინალში ისე გავიდა, მეტოქეთათვის ერთი ქულაც არ დაუთმია, თუმცა რუს არტიომ სურკოვთან ტუშეთი დამარცხდა და ვერცხლს დასჯერდა.

ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს დათო ჩხარტიშვილმა (60) და იური ლომიძემ, რომლებმაც ნახევარფინალების წაგების შემდეგ ბოლო შანსი ხელიდან არ გაუშვეს.

ერთი ოქრო, ერთი ვერცხლი და ოთხი ბრინჯაო სულაც არაა ცუდი შედეგი. ახლა თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ჯერია და ზეგიდან მათგანაც მედლებს ველით.

წილი
წინა სტატიავინ არის კონკია?
შემდეგი სტატიაიყო პარიზი, იქნება კიევი… 37 წლის თავზე
მას შეეძლო, დილის 11 საათისთვის გაზეთის ორი გვერდი მზად ჰქონოდა და გადაერეკა თანამშრომლებისთვის - ნუ შეწუხდებით, სამსახურში ნუღარ მოხვალთ, საქმე გაკეთებულია. ფეისბუკის ნამდვილი ფეისი. ის გახლავთ სოციალურ ქსელში "მოამბეც" და "ვრემიაც".