თურქეთის ჩემპიონატის მეორე დივიზიონის კლუბ დენიზლისფორის მავან ქომაგს ერთი წლით სტადიონზე შესვლა აუკრძალეს.
რაოდენი უნდა იყოს ზრდასრული მამაკაცის სიყვარული მშობლიური ქალაქის და გუნდის მიმართ, რომ ასეთი გენიალური გამოსავალი მოიფიქრა – მაღლივი ამწე იქირავა, მის „აკვანში“ ჩასკუპდა, გუნდის დროშა გამოფინა და მშვენივრადაც ადევნა მატჩს თვალი.
არადა, კანონიც რომ არ დაარღვია, რა გინდა უთხრა?!
ეგ არის მხოლოდ, რომ მთელი წლის განმავლობაში მსგავსი „ტრიბუნის“ ქირაობა მთლად იაფი არ იქნება.