რა არ შეარქვეს ამ კაცს: “გენიოსი”, “მკვლელი”, “ფენომენი”, “ვამპირი”… მთავარი ისაა, გენიალური როჯერ ფედერერისა და სიპერნოვაკ ჯოკოვიჩის ეპოქაში მოჩოგნავე რაფაელ ნადალი დღემდე ახერხებს ხალ-ახალი რეკორდების დამყარებას. აგერ, დღეს ბერძენ ციციპასს 6:2, 6:1 ჩაუტარა გაკვეთილი და ბარსელონას ტურნირი კარიერაში მეთერთმეტედ (!!!) მოიგო. სხვა ჩოგბურთელს არასოდეს მოუგია ამდენჯერ ერთი ტურნირი. მაგას ვინ ჩივის – კარიერაში სულ 11 ტურნირის მომგებნი უკვე ტოპ-კლასის მოთამაშეებად ითვლებიან. ნადალს კიდრვ ასევე 11-ჯერ მონტე-კარლოს პრესტიჟული ტურნირიც მოუგია. ჯამში გრუნტის საფარზე ესპანელმა 55 ტიტული მოიპოვა და ეს რეკორდია… გრუნტზე ზედიზედ 19 მატჩი მოიგო და რეკორდია… ზედიზედ 46 სეტი წაუგებლად განვლო და რეკორდია… მეტი რა ქნას? მოგებებმაც კი მობეზრება იცის და რამდენიმე დღის წინ როჯერ ფედერერი გაკენწლა – ძალიან ბევრს ისვენებს და თუ პირველობაზე აქვს პრეტენზია, სტაბილურად გამოვიდეს ყველა სახის საფარზეო.

წილი
წინა სტატიაFINIESTA
შემდეგი სტატიაპრემიერლიგის ბუმბერაზები
გიორგი ნოზაძე
მას შეეძლო, დილის 11 საათისთვის გაზეთის ორი გვერდი მზად ჰქონოდა და გადაერეკა თანამშრომლებისთვის - ნუ შეწუხდებით, სამსახურში ნუღარ მოხვალთ, საქმე გაკეთებულია. ფეისბუკის ნამდვილი ფეისი. ის გახლავთ სოციალურ ქსელში "მოამბეც" და "ვრემიაც".