შვიდი იმიტომ, რომ ძიუდოში ევროპის ჩემპიონატი შვიდ წონით კატეგორიაში გაიმართა. ათი არა იმიტომ, რომ კატასტროფული შედეგი არამც და არამც არ არის პერსონალურად რომელიმე ძიუდოისტის ბრალი. არადა, თელ-ავივში საქართველოს ნაკრები საუკეთესო შემადგენლობით ჩავიდა…
არადა, ამ ტურნირისთვის მზადების საბაბით, ჩვენმა პირველმა ნომრებმა თბილისის გრან-პრი გამოტოვეს…
არადა, ჩვენი გუნდის წევრების ოლიმპიური, მსოფლიო და ევროპის ოქროები მთელ კონტინენტს ეყოფოდა…
რა მოხდა?

შავდათუაშვილმა შემთხვევით წააგო?
ტატალაშვილმაც?
ლიპარტელიანმაც?
ღვინიაშვილმაც?
თუშიშვილმაც?
ამდენი შემთხვევითობა არ ხდება. სრულ კატასტროფაზე ვიღაცამ სერიოზულად უნდა აგოს პასუხი. ის, რომ ვისაც არ დაეზარა, ყველამ დაახეთქა ქართველი, სამწვრთნელო შტაბის დანაშაულია. არ აქვს მნიშვნელობა, ვერ მიიყვანეს საუკეთესო კონდიციამდე თუ უბრალოდ “გადაწვეს” მსოფლიოს საუკეთესო შემადგენლობა.

ვიცი, ფედერაცია და მწვრთნელები მხოლოდ გურამ თუშიშვილის ნახევარფინალზე, უსინდისო მსაჯობაზე და ასე შემდეგ ილაპარაკებენ.

საშველი? გამოსავალი? რატომ შეგვრცხვა ყველას? რატომ დააკარგინეს ბიჭებს ევროპული მედლები?

არავინაა პასუხის გამცემი.
მაინც ვკითხოთ…

წილი
წინა სტატიაგამოურთეთ ჩოლოს ტელეფონები
შემდეგი სტატიადინამო საბურთალოს გვერდში ამოუდგა
მას შეეძლო, დილის 11 საათისთვის გაზეთის ორი გვერდი მზად ჰქონოდა და გადაერეკა თანამშრომლებისთვის - ნუ შეწუხდებით, სამსახურში ნუღარ მოხვალთ, საქმე გაკეთებულია. ფეისბუკის ნამდვილი ფეისი. ის გახლავთ სოციალურ ქსელში "მოამბეც" და "ვრემიაც".