სამწუხარო ფაქტია, მაგრამ თელ-ავივში დაწყებულმა ძიუდოს ევროპის ჩემპიონატმა საქართველოს ნაკრებისთვის „მშრალად“ ჩაიარა.

60 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში ლუხუმ ჩხვიმიანს მცირე უპირატესობა ჰქონდა – პირველ წრეში ისვენებდა. ამის მიუხედავად, აზერბაიჯანელი შირინლის დამმარცხებელმა მძლეველმა რუსმა მუდრანოვმა ლუხუმს შანსი არ მისცა და ტურნირს მიღმა დატოვა.

გაცილებით კარგად დაიწყო იმავე წონაში გამოსვლა ამირან პაპინაშვილმა, რომელმაც ბულგარელი ალიპიევის და უნგრელი საბოს ძლევით ნახევარფინალიკენ გაიკვალა გზა. აქ მას გზა ასევე რუსმა იაშუევმა გადაუღობა ვაზარით. ბედის ირონიით, ბრინჯაოსთვის შეხვედრაში პაპინაშვილის მეტოქე ისევ ის რუსი მუდრანოვი შეიქნა და ვაზარით ისევ ჩრდილოელმა იძალა.

66 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში ვაჟა მარგველაშვილი მოულოდნელად დამარცხდა გერმანელ მიხაილ ადამთან და ასპარეზობაც ამით დაასრულა.

მედლების სამი კომპლექტი გათამაშდა ქალთა შორის, თუმცა ჩვენ ეს ნაკლებად გვაღელვებს – მონაწილეები არ გვყოლია.

ხვალ ლაშა შავდათუაშვილი და ნუგზარ ტატალაშვილი გავლენ ტატამზე, ზეგ კი საქმეში ჩვენი მძიმე არტილერიაც ჩაერთვება. დაველოდოთ. იმედია ოქრო იქნება….

წილი
წინა სტატიაჰიტლერის ინსტინქტით
შემდეგი სტატიამოურინიუს სალაჰის გაყიდვას აბრალებენ
მას შეეძლო, დილის 11 საათისთვის გაზეთის ორი გვერდი მზად ჰქონოდა და გადაერეკა თანამშრომლებისთვის - ნუ შეწუხდებით, სამსახურში ნუღარ მოხვალთ, საქმე გაკეთებულია. ფეისბუკის ნამდვილი ფეისი. ის გახლავთ სოციალურ ქსელში "მოამბეც" და "ვრემიაც".