„თამაშის მოსაგებად  უფრო მეტი გოლი უნდა გაიტანოთ, ვიდრე გაუშვებთ –  ვუთხარი ერთხელ ვენგერს – რადგან დაცვა არ გივარგათ, 1-2 გოლს ყოველთვის უშვებთ და ამ შემთხვევაში მოსაგებად  ორი-სამის გატანა გჭირდებათ. რამდენ მატჩში გაიტანეთ ორი და მეტი გოლი სეზონის განმავლობაში?  ვერ გაიტანეთ იმდენში, რაც საკმარისი იქნებოდა პრემიერლიგის მოსაგებად “ – ასე უპასუხა  „კრედიტ სუის“-ის  ფინანსური ჯგუფის აღმასრულებელმა შეფმა  ტიჯანე ტიამიმ „უოლ სტრიტ ჯორნალ“-ს  კითხვაზე: „რას ფიქრობთ გლობალურ ეკონომიკაზე?“

ტიჯანე ტიამი „ არსენალის“ ფანი და ანტივენგერისტია. 54 წლის კოტდივუარელს მიაჩნია, რომ  საფინანსო ბიზნესში გარისკვა და მოგება იოლად შიეძლება თუ თავს საიმედოდ დაიზღვევთ. საფეხბურთო ენაზე ეს ნიშნავს „შეუტიე კარგი დაცვით“ და ვენგერის „არსენალის“ მაგალითით ამტკიცებს, რომ მისი ვარაუდი სწორია, ანუ „არსენალი“ უტევს ცუდად,  ჰყავს ცუდი დაცვა და ამიტომაც ვერაფერს იგებს.

„მე პარანოიდული ოპტიმისტი ვარ –  ბრძანა ტიამიმ –  უფრო მარტივად რომ ვთქვა, ანტივენგერისტი გახლავართ. ეს გასაგები იქნება ფეხბურთის ქომაგებისთვის. რამდენი ხანია,  „არსენალს“  თავკაცობს და სულ ჰგონია,  რომ რამეს მოიგებს გუნდით, რომელსაც ჰყავს 19 წლის გამოუცდელი ნახევარმცველები, არ უვარგა დაცვა და არც შეტევა.

2009 წელს პრემიერლიგის მენეჯერთა კავშირმა შეხვედრაზე მიგვიწვია. იქ ვნახე ვენგერი და  ჩამოვუყალიბე ჩემი ხედვა. მაშინვე ვუწინასწარმეტყველე, რომ ასეთი თამაშით  პრემიერლიგას ვერასოდეს მოიგებდა და მგონი, ცოტა კიდეც გავაბრაზე. მას შემდეგ 9 წელი გავიდა და როგორც ხედავთ, ჩემი პროგნოზი გამართლდა“.

წილი
წინა სტატიაბაიერნი – გერმანული კლუბების მძარცველი
შემდეგი სტატიაა, ძმაო, კაცი!
ვაჟა ფშაველა... უკაცრავად, ფშაველი ვაჟა, გვარად ხუციშვილი. ერთგული, ნიჭიერი და ესპანეთში ნაცხოვრები კაცია, რომელმაც „რეალის” და „ბარსელონას” ქვეყანა შიგნიდან იცის და მკითხველისთვის მრავალი საინტერესო ამბის მოყოლა შეუძლია. ხანდახან ამბობს, კუში კოშმარიაო და ვერ გაიგებ, „მაზიანების” წინააღმდეგია თუ ვიღაც კაცის სახელსა და გვარს ასახელებს.