ძაგნიძე – დაილუტეს პარტიაში არსებული მდგომარეობა 34-ე სვლის შემდეგ. წყარო: chessbomb.com

ქართველი დიდოსტატი ნანა ძაგნიძე ქალთა ევროპის ჩემპიონატის ერთპიროვნული ლიდერია. სლოვაკურ ვისოკი ტატრიში მიმდინარე ტურნირის მეოთხე ტურში შეჯიბრის შარშანდელმა გამარჯვებულმა ერთერთი მთავარი კონკურენტი ლიტველი დაიმანტე დაილუტ თეთრი ფიგურებით 47-ე სვლაზე დაამარცხა. ძაგნიძემ ჯერ ლაზიერის ფრთაზე აგრესიული თამაშით დაჩაგრა მეტოქე, ხოლო ენდშპილში მეფის ფრთაზე პაიკთა ისეთი ფალანგა გააწყო საიერიშოდ და ორი ისეთი ღონიერი კუ მიაშველა, ბალტიისპირელს წესით წინააღმდეგობის დიდი რესურსი აღარც უნდა ჰქონოდა დარჩენილი.

ძაგნიძეს 4 შესაძლებლიდან 4 ქულა აქვს და ტურნირს ერთპიროვნულად უდგას სათავეში. მდევართა დიდი გუნდი მას ნახევარი ქულითა ჩამორჩება.

ქართველ ქალთაგან პარტიები მოიგეს აგრეთვე მერი არაბიძემ და ბელა ხოტენაშვილმა, რითაც სატურნირო მდგომარეობა ერთობ გაიუმჯობესეს. ჩვენებურთა მიმდინარე შედეგები ქვემოთაა მოცემული:

1. ნანა ძაგნიძე – 4 ქულა; 18. ბელა ხოტენაშვილი – 3; 20. მერი არაბიძე – 3; 27. ლელა ჯავახიშვილი – 2,5; 62. სალომე მელია – 2; 68. ნინო ბაციაშვილი – 2; 98. მირანდა მიქაძე – 1,5

წილი
წინა სტატიაჰარი კეინს დასცინიან
შემდეგი სტატიაზიდანი ბედნიერია, ბუფონი – გახარებული
ლაშა გეგეჭკორი
კაცი ჭადრაკსა და გრაფიკულ დიზაინზე შეყვარებული... წერილთქმნის შუალედებში "სარბიელელთა" პატარა, მყუდრო კომპანიებში რედაქტორისგან უჩუმრად კათხა (ბოთლა, ჭიქა...) ლუდის გადამკრავი... ასეთ ადამიანს მეტსახელად 90-იანების სამეგრელო - ზემო სვანეთის მთავარი პროკურორის სახელი რატომ უნდა დაანათლო - ეს მხოლოდ "სარბიელმა" იცის.