ცოლიც მსაჯი ჰყოლია თურმე მაიკლ ოლივერს, ინგლისელ არბიტრს,  რომელმაც ისე დაუსტვინა საპენალტედ „რეალისთვის“, რომ მისი ნასტვენი  ჯერ კიდევ მიზუზუნებს  მადრიდიდან ტურინისკენ.

„იუვენტუსის“ ქომაგებმა  მაიკლის მეუღლის, ლუსის ტვიტერზე მოქექეს  2016 წელს „სანტიაგო ბერნაბეუზე” გადაღებული  სურათი წარწერით:  „მგონი არაა ცუდი სტადიონი“.  იქვეა ესპანეთის დედაქალაქში ცოლ-ქმრის  მოგზაურობის სხვა სურათებიც  მინაწერით: „საყვარელი მადრიდი“.  ცხადია,  ტიფოზები პირდაპირ სამხილებს  ეძებენ ოლივერების კლანის წინააღმდეგ იმის დასტურად, რომ ინგლისელმა მკვლელი პენალტი  „რეალის“ სიყვარულში დადო.

ლუსის მეუღლეს გაუმართლა, რომ  ბუფონი იდგა კარში  და არა „იუვეს“ ყოფილი მეკარე სტეფანო ტაკონი, რომელმაც  პენალტზე და ბუფონის გაგდებაზე თქვა: „მე რომ ჯიჯის ადგილზე ვყოფილიყავი, მსაჯს  ცხვირ-პირს  ლაზათიანად მივუნაყავდი და ბრწყინვალე კარიერის ბრწყინვალე დასასრული გამოვიდოდა. არ შეიძლება ასეთ მატჩში 95-ე წუთზე ასეთი პენალტის დანიშვნა“.

 

 

 

 

წილი
წინა სტატიარამოსს გვირაბში წაასწრეს
შემდეგი სტატიარა შუაშია რუსეთი და რეალი – იუვენტუსი?
ვაჟა ფშაველა... უკაცრავად, ფშაველი ვაჟა, გვარად ხუციშვილი. ერთგული, ნიჭიერი და ესპანეთში ნაცხოვრები კაცია, რომელმაც „რეალის” და „ბარსელონას” ქვეყანა შიგნიდან იცის და მკითხველისთვის მრავალი საინტერესო ამბის მოყოლა შეუძლია. ხანდახან ამბობს, კუში კოშმარიაო და ვერ გაიგებ, „მაზიანების” წინააღმდეგია თუ ვიღაც კაცის სახელსა და გვარს ასახელებს.