რეალის და იუვენტუსის შეხვედრის ყველაზე განხილვადი ეპიზოდი, ცხადია, მატჩის მესამე წამატებულ წუთზე დანიშნული პენალტი და ჯანლუიჯი ბუფონის გაძევება გახდა. ინციდენტზე კომენტარი თავად ბუფონმაც გააკეთა და თქვა, რომ ის, რაც მსაჯმა გააკეთა, სპორტის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულია.

ჯანლუიჯი ბუფონი, „იუვენტუსის“ მეკარე
– სულაც არ ვარ დათრგუნული. მე მაღლა აწეული თავით დავდივარ და მიხარია იმის გამო, რაც გავაკეთეთ. ამის გაკეთება მხოლოდ იუვენტუსს შეეძლო და მის 11… არა, 18 გმირს და მეომარს.

მასიმილიანო ალეგრი, „იუვენტუსის“ მწვრთნელი
– გუნდი მინიმუმ დამატებით დროს იმსახურებდა. ჩვენ კიდევ 2 გამოუყენებელი შეცვლა და შემდეგ ეტაპზე გასვლის კარგი შანსი გვქონდა.

ზინედინ ზიდანი, „რეალის“ მწვრთნელი
– პენალტი პენალტია. თუკი ის იყო, ესე იგი იყო და მეტი სალაპარაკო არაფერია. ჩვენ ნახევარფინალში გავედით და ბედნიერები ვართ.

ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალის წილისყრა პარასკევს, თბილისის დროით 15 საათზე გაიმართება. ლიგას რეალი, ბაიერნი, რომა და ლივერპული შემორჩნენ.

წილი
წინა სტატიაძაგნიძე თამადობს
შემდეგი სტატიასომხეთს უკვე გავასწარით
„სპაიდერმენი“, „ბეტმენი“, „სუპერმენი“... მასზე უნდა გადაიღო ფილმი სათაურით - „შემსრულებელმენი“. გიორგი დარჯანიას დაავალე - შეასრულებს, ოღონდ ხუთ საათამდე. ხუთის მერე ვეღარ იპოვი.