ერნესტო ვალვერდემ აღიარა რომ რომში „ბარსელონას” 0:3 დამარცხება მისი ბრალია.

„მეტოქეს ვერაფერი დავუპირისპირეთ. ყველაფერი მის სასარგებლოდ და ჩვენ საწინააღმდეგოდ ხდებოდა. თამაში ვერ ავაწყეთ, რაშიც თავიდან ბოლომდე მე ვარ დამნაშავე. მე ვარ გუნდის  ხელმძღვანელი და ყველაფერი ჩემთან იყრის თავს.

„რომა” გამარჯვებას ზეიმობს

მოწინააღმდეგის ზეწოლას ბურთის შორს მოგერიებით ვპასუხობდით. დაქსაქსულებმა „მეორე ბურთისთვის” ბრძოლაც წავაგეთ. როდესაც მოწინააღმდეგე გჯობია და ისე გიგებს, ანალიზიც ექსტრემალური გამოდის. „რომა” ფიზიკურად იყო ძალიან ძლიერი და უამრავი პრობლემა შეგვიქმნა.

თამაშის მსველობისას იქმნებოდა შთაბეჭდილება, რომ რაც მეტად შემოგვიტევდა მეტოქე, რაც უფრო დიდ რისკს გაწევდა ის და რაც უფრო მეტად მოაშიშვლებდა ზურგს, მით მეტი შანსი გამოგვიჩნდებოდა გოლის გასატანად. სამწუხაროდ, ჩვენ ამით ვერ ვისარგებლეთ. ვაღიარებ, მთელი მატჩის განმავლობაში თავი კომფორტულად ერთხელაც არ გვიგრძვნია.

სეზონი დიდხანს გრძელდება და ტიტულის მოგება ძნელია. საბოლოოდ კი გამარჯვებული მხოლოდ ერთი უნდა იყოს. ვიცით როგორ გავაწბილეთ გულშემატკივარი. ჩვენც ძალიან გავწბილდით, არადა ნახევარფინალში თამაში გვინდოდა.

ამწუთას ყველანი დათრგუნულები ვართ, მაგრამ თავი ხელში უნდა ავიყვანოთ. ამ სეზონში ორი სხვა შეჯიბრებაც გვაქვს მოსაგები. იმედი მაქვს, რომ ეს დამარცხება ჩვენ ვერ გაგვტეხს”, — თქვა ერნესტო ვალვერდემ.