არ იყო კატალონიელების დღე. აქეთ პეპ გვარდიოლას „სიტი“ გავარდა, რაც არავის გაჰკვირვებია, რადგან ცალი ფეხი ისედაც ჩემპიონთა ლიგის გარეთ ჰქონდა, იქით – მისი მშობლიური „ბარსელონა“
საკვირველი იყო ის, რაც რომში მოხდა: ლეო მესი, ლუის სუარესი, ანდრეს ინიესტა და ძმანი მათნი მოწამლულებივით დალასლასებდნენ მოედანზე, „რომა“ კი დიდ ფეხბურთს თამაშობდა და გამოწერილი ანგარიშითაც მოიგო. 1:4 ჰქონდა წაგებული, 3:0 ჰყოფნიდა და აისრულა. „ბარსელონას“ ასეთი გაშტერებები ახასიათებდა, მაგრამ იღბლიანად გამოძრომაც იცოდა ხოლმე, ამჯერად, ვეღარაც გამოძვრა.
არადა, მეორე ტაიმის საწყის წუთებამდე რომისთვის ვის ეცალა, „სიტი“ გააფთრებით უტევდა „ლივერპულს“ და ცოტაც, მეორე გოლსაც გაუტანდა, უარესად დაძაბავდა თამაშს და სეირებისთვის ვემზადებოდით. გაუტანა კიდეც მეორე, მაგრამ ესპანელმა მსაჯებმა კიდევ ერთხელ გვაჩვენეს, თუ როგორი არ უნდა იყოს მსაჯი… მერე „ლივერპულმა“ ყველაფერი თავის ადგილზე დააყენა და მეორედაც მოუგო ნაქებ „სიტის“.
მთავარი ამბები მაინც რომში მოხდა. მძინარე „ბარსელონას“ სამჯერ უჩქმიტეს – ვერ გამოაღვიძეს…
რომა 3:0 ბარსელონა (პირველი მატჩი 1:4)
1:0 ჯეკო (6), 2:0 დე როსი (58), 3:0 მანოლასი (82)
რომა: ალისონი, მანოლასი, ფასიო, ჟუან ჟეზუში, ფლორენცი, ნაინგოლანი (ელ შაარავი 77), სტროოტმანი, დე როსი, კოლაროვი, შიკი (უნდერი 73), ჯეკო
ბარსელონა: ტერ შტეგენი, სემედო (დემბელი 85), პიკე, უმტიტი, ალბა, სერხი რობერტო, ბუსკეტსი (პაკო ალკასერი 85), რაკიტიჩი, ინიესტა (ანდრე გომეში 81), მესი, სუარესი
მსაჯი: კლემან ტიურპენი (საფრანგეთი)
გაფრთხილება: ფასიო (38), ჟეზუსი (44), პიკე (57), მესი (63), სუარესი (72)
სიტი 1:2 ლივერპული (პირველი მატჩი 0:3)
1:0 ჟესუსი (2), 1:1 სალაჰი (56), 1:2 ფირმინო (77)
სიტი: ედერსონი, უოლკერი, ლაპორტი, ოტამენდი, ფერნანდინიო, დე ბრიუნე, დავიდ სილვა (აგუერო 66), სანე, ბერნარდუ სილვა (გიუნდოგანი 74), სტერლინგი, გაბრიელ ჟეზუში
ლივერპული: კარიუსი, ალექსანდერ – არნოლდი (კლაინი 81), ლოვრენი, ვან დეიკი, რობერტსონი, ვაინალდუმი, მილნერი, ოქსლეიდ – ჩემბერლენი, სალაჰი (ინგზსი 89), ფირმინო (კლავანი 81), მანე
მსაჯი: ანტონიო ლაოსი (ესპანეთი)
გაფრთხილება: ედერსონი (14), მანე (14), ალექსანდერ-არნოლდი (29), ბ. სილვა (30), ფირმინო (35), ვან დეიკი (66)