ნეიტრალური ქომაგი ყველაზე უფრო რეალი – იუვენტუსის წყვილისგან მოელოდა დაძაბულ ჭიდილს, მაგრამ რონალდუს დუბლმა და მარსელოს „დაშლა-არმოშლისამ” ინტრიგა ტურინშივე ჩაკლა.
გუშინ კი გავხდით ერთი სასწაულის მომსწრე. ისიც იტალიელთა შესრულებით, ოღონდ „რომამ“ ეს საკუთარ „ოლიმპიკოზე“ მოახერხა. იგივეს გაკეთება სტუმრად – გადავსებულ „სანტიაგო ბერნაბეუზე“ კი სასწაულის ჩარჩოებსაც ცდება.
„რეალს“ კაპიტანი სერხიო რამოსი არ ეყოლება და დაცვაში ალბათ ვარანი-კაზემიროს დუეტი დადგება. მოსალოდნელია, რომ იუვენტუსთან მადრიდულ დერბიში დასვენებული მოდრიჩი, ისკო და ბენზემა გამოჩნდებიან.
„იუვე“ იძულებულია შეუტიოს, რაც მასპინძლებს მეტ სივრცეებს გაუხსნის საფირმო კონტრშეტევებისთვის. წესით, ღია და თვალსასეირო ბურთაობა უნდა გაჩაღდეს. მწვრთნელთა სიტყვებიც ამის იმედს გვაძლევს.
ზინედინ ზიდანი, რეალის მწვრთნელი: „მოდუნებას არ ვაპირებთ. სულ სხვა შეხვედრას ველით და ჯერ ნახევარფინალების წილისყრაზე ფიქრი ადრეა. ჯერ მხოლოდ გზის ნახევარი გვაქვს გავლილი“.
მასიმილიანო ალეგრი, იუვენტუსის მწვრთნელი: „მადრიდელებმა თუ შეძლეს, რატომ არ შეიძლება, ჩვენც გავიტანოთ სწრაფი გოლი?! საბრძოლო განწყობა უნდა შევინარჩუნოთ და შანსები არ გავანიავოთ“.
სავარაუდო შემადგენლობები
რეალი: ნავასი, კარვახალი, ვარანი, კაზემირო, მარსელო, კოვაჩიჩი, მოდრიჩი, კროოსი, ისკო, რონალდუ, ბენზემა.
იუვენტუსი: ბუფონი, დეშილო, ბენატია, კიელინი, ალექს სანდრო, ხედირა, პიანიჩი, მატუიდი, კუადრადო, იგუაინი, დუგლას კოსტა

… ესპანური „სევილია“ საკუთარ თავს ერთხელ უკვე გადაახტა და „მანჩესტერი“ მისსავე „ოლდ ტრაფორდზე“გააკრა ბეჭზე, მაგრამ…
უკვე გაჩემპიონებული „ბაიერნი“ იგივე შეცდომას არ დაუშვებს. უკეთესი შემადგენლობა, საკუთარი „ალიანს არენა“, ჩინებული განწყობა და მეტოქე, რომელსაც ესპანურ ლიგაში ევროსაგზურისთვის დიდი ბრძოლები ელის. თანაც, გერმანელებმა უქმეებზე ძირითადი შემადგენლობის ნახევარი დაასვენეს და დღეს უპირებენ დატვირთვას.
იუპ ჰაინკესი, ბაიერნის მწვრთნელი: „მეტოქე იძულებულია გარისკოს და შემოგვიტიოს, მაგრამ ჩვენ ჩვენი შეტევითი გეგმები გვაქვს. არა მხოლოდ ამ მატჩის, ლიგის მოგებას ვგეგმავთ“
ვინჩენცო მონტელა, სევილიას მწვრთნელი: “სიჩქარე სულაც არაა საჭირო. ორი გოლის გატანა მეორე ტაიმშიც შეგვიძლია. მთავარია, არ გავუშვათ და ინტრიგა ბოლომდე შევინარჩუნოთ”.
სავარაუდო შემადგენლობები
ბაიერნი: ულრაიხი, კიმრიხი, ჰუმელსი, ბოატენგი, ბერნატი, მარტინესი, ტიაგო, როდრიგესი, რიბერი, მიულერი, ლევანდოვსკი
სევილია: სორია, ნავასი, მერკადო, ლანგლე, ესკუდერო, ნძონძი, ბანეგა, ვასკესი, სარაბია, სანდრო, მურიელი.

წილი
წინა სტატიაყველაფერში დამნაშავე შენა ხარ!
შემდეგი სტატიაოლივერ შარიანი
მას შეეძლო, დილის 11 საათისთვის გაზეთის ორი გვერდი მზად ჰქონოდა და გადაერეკა თანამშრომლებისთვის - ნუ შეწუხდებით, სამსახურში ნუღარ მოხვალთ, საქმე გაკეთებულია. ფეისბუკის ნამდვილი ფეისი. ის გახლავთ სოციალურ ქსელში "მოამბეც" და "ვრემიაც".