დღე: აპრილი 8, 2018

Home 2018 აპრილი 08 (კვირა)
რეპეტიცია
ჩანაწერი

რეპეტიცია

წესიერად ვერ ეზეიმა ფაბიანო კარუანას ბერლინში, საჭადრაკო პრეტენდენტთა ტურნირის მოგება, რომ სამხრეთ გერმანიისკენ აფრინეს, მე-20 კატეგორიის Grenke Chess Classic-ტურნირში სათამაშოდ, რომელსაც ორი ქალაქი, კარლსრუე და ბადენ-ბადენი მასპინძლობენ. 10 დიდოსტატის მონაწილეობით და ერთ წრედ დაგეგმილი ტურნირის პირველი სამი ტური კარლსრუეში უკვე შედგა და საკურორტო ბადენ-ბადენის მყუდრო გარემოშიც მომდევნო სამი ტური გაიმართა. ბადენ-ვიურტენბერგის მიწაზე მსოფლიოს საუკეთესო მოჭადრაკეებმა...

შავები მანჩესტერში
ჩანაწერი

შავები მანჩესტერში

ინგლისში საფეხბურთო ხულიგნები უკან დახევას არ აპირებენ: შაბათს, მანჩესტერული დერბის დღეს, მათ ქალაქის ქუჩებში დებოში მოაწყვეს. როგორც თვითმხლველები ამბობენ გამოჩნდა შავ ტანსაცმელში გამოწყობილი დაახლოებით ორმოცდაათკაციანი დაჯგუფებაც. დაჯგუფებამ გვარიანი არეულობა მოაწყო, მაგრამ პოლიციის რაზმის გამოჩენისთანავე გაიფანტა. იყო შეჯახებები გულშემატკივართა შორის. პოლიციელებმა რამდენიმე ხულიგნის დაჭერა მოახერხეს. მათ ერთ-ერთ ქუჩაზე ალყაში მოიმწყვდიეს წესრიგის დამრღვევები. თვითმხილველი ყვება, რომ რამდენიმე...

მადლობა გაგდებულს და ვეტერანებს
ჩანაწერი

მადლობა გაგდებულს და ვეტერანებს

„ბაიერნის” მწვრთნელმა იუპ ჰაინკესმა ბავარიული კლუბის ჩემპიონობაში კარლო ანჩელოტის დამსახურება აღნიშნა. „მინდა მივესალმო კარლო ანჩელოტის”, — თქვა „რეკორდმაისტერის” თავკაცმა ტელეკომპანია „სქაისთან” ინტერვიუში მას მერე, რაც მისმა გუნდმა „აუგსბურგს” სტუმრად 4:1 მოუგო და ოცდამერვედ მოიგო გერმანული ფეხბურთის უდიდესი ტიტული. მოგეხსენებათ, „ბაიერნმა” სეზონი იტალიელის ხელმძღვანელობით დაიწყო. ანჩელოტი „ალიანს არენაზე” 2017 წლის 28 სექტემბრამდე მუშაობდა. ჰაინკესმა განაგრძო: „ანჩელოტი...

რას იტყოდით ბუნდესლიგაში ფლეი-ოფზე?
ჩანაწერი

რას იტყოდით ბუნდესლიგაში ფლეი-ოფზე?

„ბაიერნმა” „აუგსბურგს” 4:1 მოუგო და ოცდამერვედ მოიგო ბუნდესლიგის სასალათე. ბავარიელებისთვის ეს ზედიზედ მეექვსე ჩემპიონობაა. მაგრამ, ის რაც უხარიათ მიუნხენში, დანარჩენ გერმანიაში მოსაწყენად მიაჩნიათ — სეზონის დასრულებამდე ხომ კიდევ კიდევ ხუთი ტურია, რომელსაც აზრი მხოლოდ ქვედა ადგილების გადანაწილებისთვის დარჩენია. მთავარი ინტრიგა კი აღარ არის. სწორედ ამიტომ დაიწყეს ლაპარაკი ჩემპიონატის ფორმატის ცვლილებაზე — მავანთ რეგულარული ეტაპის შემდეგ...