NBA-ს ოთხგზის უძვირფასესი

ლებრონ ჯეიმსმა კარიერაში 31 000 ქულას გადააბიჯა. ჯეიმსამდე ასეთი შედეგი მხოლოდ ექვს ვარსკვლავს ჰქონია, მაგრამ არც ერთი მათგანი არ იყო ისეთი ახალგაზრდა, როგორიც 33 წლის ლებრონია. ამდენად, ეს რეკორდი გახლავთ.

ზემოთ ნახსენებ ექვსეულში ისეთი სახელებია, როგორებიცაა ქერიმ აბდულ ჯაბარი, კობი ბრაიანტი, მაიკლ ჯორდანი. რეკორდთა რეკორდი ჯაბარს ეკუთვნის. მან „მილუოკისა” და „ლეიკერსში” 38 387 ქულა მოიპოვა.

შეხვედრა, რომელშიც ლებრონ ჯეიმსმა 31 ათასიანი ზღვარი გადალახა მისმა „კლივლენდ კავალიერსმა” „ფილადელფიასთან” 132:130 წააგო.

როდესაც 31 ათასიანი ზღვარი გადალახა კობი ბრაიანტი 34 წლის იყო.

თუ ასაკით კი არა, ჩატარებული მატჩების რაოდენობით დავთვლით, ჯეიმსის შედეგი ისტორიაში მესამეა: მაიკლ ჯორდანს ამ შედეგისთვის 1011 თამაში ეყო, უილტ ჩემბერლენს 1015.

 

ლებრონ ჯეიმსი სამჯერ (2012,2013,2016) იყო NBA-ს ჩემპიონი.